ეს კანონი საფრთხის მატარებელია და პირდაპირ წინააღმდეგობაშია ქრისტიანული ტრადიციული ოჯახის მორალთან

     ორი დღეა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვდა პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული იუვენალური იუსტიცია. ამ საკითხსს  „პროგრესულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ლაშა სტურუა გამოეხმაურა და რომ ეს ცვლილებები ნამდვილად არის საფრთხის მატარებელია.

-„ეს ცვლილებები ნამდვილად არის საფრთხის მატარებელი და პირდაპირ წინააღმდეგობაშია ქრისტიანული ტრადიციული ოჯახის მორალთან, თუმცა ვთვლი,რომ რაღაც ფორმით მაინც აუცილებელია ბავშვთა უფლებებზე ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან და მისი დაცვა თუნდაც მშობლისაგან,როდესაც ის მასზე ძალადობს! რადგანაც ვთვლი,რომ ქრისტიანობაც ჩვენში და მისი ტრადიციული გაგება,ხშირ შემთხვევაში არასწორად არის ხოლმე აღქმული საზოგადოების მხრიდან და ამ აღქმის მიხედვით ოჯახის უფროსს პრაქტიკულად დიქტატორის უფლებებს ანიჭებს ოჯახის დანარჩენი წევრების მიმართ… რაც არასწორია,როგორც სამოქალაქო ისე თუნდაც ნამდვილი ქრისტიანული მიდგომის მიხედვით…

ჩემი მოსაზრება ასეთია: ამ ფორმით, რაღაც გაურკვეველი ჯგუფების მიერ ამ კუთხით ჩარევა ნამდვილად მიუღებელია,რადგანაც რასაც იწვევს საბოლოო ჯამში ზემოთ გითხარი, უცხოეთის პრაქტიკის გათვალისწინებით… თუმცა არასწრულწლოვნების უფლებები,რომ დაცული უნდა იყოს ესაც უდაოდ მიმაჩნია… ამ კუთხით, მე ნათლად განვსაზღვრავდი,რომ აღნიშნული ფაქტის ერთადერთი განმხილველი და გადამცწვეტი ორგანო უნდა იყოს სასამართლო… იგი ამ კანონშიც მოიხსენიება,ოღონდ ჩამონათვალში სხვა ორგანოებთან ერთად…

ჩემი აზრით კი ეს ჩამონათვალი უნდა გაუქმდეს და დარჩეს მხოლოდ სასამართლო… მეტიც მე უფრო მაღლა ავწევდი თამასას და ერთკაციანი სასამართლო კოლეგიის ნაცვლად ამ ტიპის საქმეებს განვახილვინებდი, ამ კუთხით გადამზადებული მოსამართლეების სამკაციან შემადგენლობას (პალატას), საკითხის მეტად სენსიტიურობისა და ასეთ საქმეებში შეცდომების მინიმალიზაციის მიზნით,რათა კეთილშობილური მიზანი(დავცულ იქნას ბავშვის უფლება), ვინმეს შეცდომის გამო საუარესოდ არ შემოუბრუნდეს თავად ბავშვს და მეტი ტრამვა არ მიაყენის მის ფსიქო-ემოციონალურ მდგომარეობას და საბოლოო ჯამში საზოგადოებას უარყოფითად არ შემოუბრუნდეს უმიზნოთ გასროლილი ბუმერანგივით…

კომენტარის დატოვება