კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა.

-იგი ჩვენ ცენტრში იმყოფება. დილას ჩვენთან დაახლოებით 10 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება, ერთ პაციენტზე დადებითი პასუხი მოვიდა, დანარჩენზე უარყოფითი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისივე განმარტებით, 91-ე პაციენტის ინფეცირებას ინგლისში მოგზაურობის ისტორია აქვს. ახალი პაციენტის მდგომარეობა, ჯერჯერობით არ არის მძიმე.