კამპანიის უშუალო მონაწილე დეპუტატი თავად არიგებს საკვებს

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა მრავალშვილიანი ოჯახების საკვები პროდუქტით უზრუნველყოფის კამპანია დაიწყეს! კამპანიაში აქტიურად არის ჩართული საბურთალოს მაჟორიტარი დავით უთმელიძე.

ჩვენ დავით უთმელიძეს სულ რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

– დღეს კერძო სექტორთან თანამშრომლობით ჩემს სამაჟორიტარო ოლქში საბურთალოზე მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები გადავეცი. პროდუქტები ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ შეიძინა და დასარიგებლად საკრებულოს გადმოგვცა. ნობათების გადაცემა სპეციალურად გადამზადებული მოხალისეების დახმარებით განვახორციელე.

-ვის მიუტანეთ პირველი დახმარება?

-ამ ეტაპზე საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები თბილისში100 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცემა.
თუმცა კამპანია გრძელდება და საკრებულოს უმრავლესობის წევრები , შესაძლებლობების ფარგლებში, ეტაპობრივად ყველა იმ ოჯახს დავეხმარებით ათივე რაიონში, ვისაც ამის აუცილებლობა აქვს.
საკრებულო, დედაქალაქის მთავრობასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში მოსახლეობის დახმარების კამპანიაში. აღნიშნული კამპანია კერძო სექტორის დახმარებით წარმატებით მიმდინარეობს და ის მომავალშიც გაგრძელდება.