ახალი დაინფიცირებულების პირველწყარო ცნობილია

იმ პაციენტებიდან, რომლებიც ამჟამად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო  2-ის მდგომარეობა კრიტიკული, აცხადებს ამავე საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.  მარინა ეზუგბაიამ ასევე ახალ დაინფიცირებულ პაციენტებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მათი ინფიცირების პირველწყარო ცნობილია. გუშინ შემომატებული ინფიცირებულის წყარო ინგლისია, ხოლო დღევანდელი დადასტურებული შემთხვევებიდან ბოლო ორი დაავადებულის კონტაქტებია.

ახალი “კოვიდ 19”-ით უკვე 98 ადამიანია დაინფიცირებული.