“გვიანდება სოციალური პაკეტის ამოქმედება!!! კომუნალური გადასახადი! ზოგს ქირა!…”

ზვიად ტომარაძე

-ძალიან გვიანდება სოციალური პაკეტის ამოქმედება!!! ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია! შემოსავლის გარეშე დარჩენილი ხალხი სახლშია გამოკეტილი! აუცილებლად მოსალოდნელია სოციალური კრიზისი, ხალხს ელემენტარულად სჭირდება საკვები! მშიერი ადამიანი კი, რომელსაც ასევე ოჯახი ჰყავს მშიერი, ყველაფერზე წამსვლელია!

გარდა ამისა, გადასახდელია კომუნალური გადასახადი! ზოგს გადასახდელი აქვს ბინის ქირა! კრიმინოგენული ვითარება რომ არ გაუარესდეს და საბოლოო ჯამში უმართავი პროცესები არ წარიმართოს, სახელმწიფომ დროულად უნდა მიიღოს ზომები!

ადამიანი კორონასგან გარდაიცვლება, თუ მისგან “გამოწვეული შიმშილით”, დიდი მნიშვნელობა არ აქვს! ვინ იცის რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ან გარდაიცვლება შექმნილი ფინანსური კრიზისის შედეგად ნერვიულობით, ინსულტითა და გულის შეტევით?