ამსტერდამიდან სპეცრეისით ქვეყანაში 180 ადამიანს ჩამოიყვანენ

“ჯორჯიან ეარვეისის” კუთვნილი თვითმფრინავი აფრინდა. სპეცრეისით ქვეყანაში 180 ადამიანს ჩამოიყვანენ.

“ჯორჯიან ეარვეისის” ბორტის ეკიპაჟის წევრები სპეციალური ეკიპირებით არიან აღჭურვილნი. ამსტერდამიდან რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19:30 საათზე დაეშვება.

ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.