“კოვიდ 19” კიდევ ერთ მარნეულელს და ბოლნისის ერთ მაცხოვრებელს დაუდასტურდათ

უკვე ცნობილია იმ  15 ადამიანის მასალის პასუხი, რომლებიც დღეს  კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით ელოდებოდნენ.  ორი დადებითი პასუხიდან ერთი მარნეულის მოქალაქეს, მეორე კი ბოლნისის მაცხოვრებელს ეკუთვნით. დანარჩენ 13-ს კი არ დაუდასტურდათ ინფექცია. აღნიშნულის შესახებ მარნეულის მერმა განაცხადა. ზაურ დურგალის ინფორმაციით,  მოსახლეობაში აქტიურად მიდის თერმოსკრინინგი და  2000 შემოწმებული ადამიანიდან ტემპერატურა არც ერთს არ აღენიშნებოდა.

მარნეულის მერის თქმით,  რაიონში მოქალაქეები ყველა წესს ემორჩილებიან და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიეტებთან რიგის დროს დისტანციას და რეკომენდაციებსაც მკაცრად იცავენ.