კორონავირუსის დიაგნოზით 81 წლის ქალი გარდაიცვალა

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 81 წლის ქალი გარდაიცვალა. კლინიკაში ამბობენ, რომ ის თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან 3 აპრილს შეიყვანეს.

ლევან რატიანის ინფორმაციით, პაციენტს აღენიშნებოდა თანხმლევი პათოლოგიები, მათ შორის –  მოციმციმე არითმია. ინფიცირებული ქალი დღეს დილით გარდაიცვალა.