„ცენტრისტებში“ განხეთქილებაა? – ბედუკაძე ხაჩიშვილის განცხადებას ემიჯნება

ლადო ბედუკაძე

 მცხეთის მაჯორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი

-„ვემიჯნები სტუდია „ობიექტივის“ ეთერით (05.10.16) პარტია „ცენტრისტების“ ლიდერის, თეიმურაზ ხაჩიშვილის განცხადებას, რომელიც მოსახლეობას ნებისმიერი საბაბით, “პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატების მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს.

ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ცრუპატრიოტული, ტყუილებზე აგებული, პოლიტიკური შანტაჟისტების , პოლიტიკური თაღლითების ( „პატრიოტთა ალიანსის“ლიდერებს ვგულისხმობ) პარტიის და მათი კანდიდატების მხარდაჭერა.

ნებისმიერი საბაბით ვემიჯნები ამ პარტიის თუ სხვა პარტიების მიერ არჩევნების შემდგომ დაანონსებულ ყოველგვარ ქუჩის აქციებს და პროტესტის გამოხატვის ძალადობრივ ფორმას, რომელიც გამოიწვევს დესტაბილიზაციას ქვეყანაში.

მიუხედავდ პარტია „ცენტრისტების“ მიერ გაცხადებული ქვეყნის განსხვავებული საგარეო კურსის, შეხედულებების გამო არჩევნებიდან კანონდარღვევით მოგვხსნეს და ყველანაირი უკანონო გზით (სარეკლამო რგოლის ეთერიდან მოხსნა, ახალი რეკლამის არ გაშვება, საინფორმაციო სივრცის დახურვა და პერსონა ნონ -გრატად გამოცხადება, დებატებში არ მიწვევა და ა.შ.) პირადად მე, წინასწარ ცნობილი შედეგის მიუხედავად, პრინციპულად მივიღე გადაწყვეტილება მონაწილეობა მიმეღო ამ ფარსში და დავრწმუნებულიყავი ჩემს სიმართლეში.

მიმაჩნია, ბოლო რამდენიმე ათეული წლის მანძილზე საქართველოში არჩევნების პროცესი დიდი სახალხო სპექტაკლი, ფარსი და ფორმალობაა, რომლის შედეგებიც წინასწარ ცნობილია და დაწერილია ერთი „ მეგობარი ქვეყნის,“ კონკრეტულად კი აშშ-ს საელჩოში.

მიუხედავდ ჩემი პარტიულობის- ეხლა თუ მომავალში, ერთგული ვარ და ვიქნები ჩემს მიერ გაცხადებული შეხედულებების, პოზიციის და კურსის.

დამატებით განცხადებას ჩემი პარტიული საქმიანობის შესახებ არჩევნების საბოლოო შედეგის შემდგომ გავაკეთებ.

გისურვებით რწმენით, დაკვირვებით , დაფიქრებით გაგეკეთებინოთ თითოეულს თქვენი არჩევანი, რის შედეგებიც ისევ თქვენზე და თქვენი ოჯახის წვრებზე მოახდენს გავლენას, სავარაუდოდ მომდევნო 4 წლის განმავლობაში”.

 

კომენტარის დატოვება