ბევრი ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე, ჩავერთოთ თანადგომის ღონისძიებაში

“ფერმერ ქალთა ასოციაცია” საგანგებო მიმართვას ავრცელებს.

ძვირფასო მეგობრებო, როგორც იცით, კორონა ვირუსის გამო ბევრი ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე, ბევრი ოჯახი მიუბრუნდა სოფელს და არ აქვს მინიმალური შესაძლებლობა. ჩვენი წევრების ნაწილმა მოგვმართა სურვილით, გაიღონ თავისი წვლილი ასეთი ადამიანების დასახმარებლად.

ფერმერ ქალთა ასოციაცია მოგმართავთ წევრებსა და მხარდამჭერებს. ვისაც რისი შესაძლებლობა გვაქვს მოვახდინოთ თანხების მობილიზება და ჩავერთოთ თანადგომის ღონისძიებაში. თანხის მობილიზება მოხდება მითითებულ ანგარიშზე.

მიმღების ბანკი ს.ს “თიბისი ბანკი”
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში: GE36TB7939436080100006

მიმღების სახელი: ფერმერ ქალთა ასოციაცია
დანიშნულება: კორონა ვირუსით დაზარალებულებისათვის შემოწირულობა