კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 214-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით დადასტურებულთა შემთხვევას 6 პირი დაემატა და ამჟამად  უკვე  214  ადამიანია დაინფიცირებული, თუმცა აქედან 50 უკვე გამოჯანმრთელდა. როგორც თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორი აცხადებს, 3 დაინფიცირებული ქუთაისშია მოთავსებული სამი კი თბილისში. ყველა მათგანის წყარო  უცხოეთს უკავშირდება.

“ამ ეტაპზე ინფექციურში 33 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. მათგან მძიმე პნევმონია 7 დაინფიცირებულს აღენიშნება, ამათგან კიდევ ორი მათგანი ფასდება ძალიან მძიმედ, რადგან მიუხედავად მკურნალობისა, დაავადება მაინც პროგრესირებს, თუ არა აგრესიულად და იმედი გვაქვს მათი მდგომარეობაც მალე დასტაბილურდება” – აცხადებს მარინა ეზუგბაია.

COVID-19-ისგან  ბოლო მონაცემებით 50 პაციენტი განიკურნა.  სამი კი გარდაიცვალა.