“იუდას მადლობა რომ ეთქვა უფლისთვის, ის ვეღარ გასცემდა”

“მსოფლიოში არსებული მოვლენები, რაც დღეს ხდება ღვთისგან არის და წყალობაც ღვთისა ჩვენთან არის!”- განაცხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა დიდი ხუთშაბათის წირვის შემდეგ სამებაში ქადაგებისას.
„წმინდა მამები ამბობენ, რომ იუდა ისკარიოტელს მადლობა რომ ეთქვა უფლისათვის, ის ვეღარ გასცემდა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. დღეს ყოველი ჩვენთაგანი ელოდება ღვთის წყალობას. გწყალობდეთ ღმერთი, წყალობა ღვთისა თქვენ ზედა, საქართველოსა და მთელ მსოფლიოსა ზედა იყოს. დაგლოცოთ უფალმა, ჩვენთან არს ღმერთი! წყალობა მოგმადლოთ უფალმა, სიყვარული ღვთისა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს“, – ბრძანა უწმინდესმა ილია მეორემ.
პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან 63 წლის წინ უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ ის დიაკვნად აკურთხა და ამისთვის მადლობა გადაუხადა მაშინდელ პატრიარქს.