რას ამბობენ მეუფეები აღდგომის ღამეს წირვაზე დამსწრებთათვის

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი პაატა იმნაძის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება სადაც დაავადებათა კონტროლის წარმომადგენელი მრევლს მოუწოდებს აღდგომის ღამეს არ წავიდნენ ეკლესიებში.
მეუფე გრიგოლი 1989 წლის 9 აპრილის ღამეს იხსნებს, როდესაც მთავრობის წინ შეკრებილ ხალხს პატრიარქმა მიმართა, რომ საფრთხე რეალური იყო, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ უწმინდესის მოწოდებას.
“დღეს მრავალი ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე კიდია და საფრთხის ქვეშ არიან. ამ ფონზე ჩვენ გვესმის რომ საფრთხე რეალურია. ეს არის სასოწარკვეთილი ადამიანის ხმა, რომელმაც აღარ იცის როგორ მიიტანოს სათქმელი მსმენელამდე. ეს მსმენელი კი არის თითოეული მოქალაქე, თითოეული ინსტიტუცია, ვინც ამ ხალხზე არის პასუხისმგებელი და რა თქმა უნდა, მათ შორისაა ეკლესიაც.
საპატრიარქოში კი პასუხისმგებლობას ვერავინ აიღებს. მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ ხალხს, ვინც ისეა მონდობილი ეკლესიაზე, როგორც ჩვილი დედის მკერდს. ეს ხალხი არის მრევლი, რომლებიც იმედის თვალით შეგყურებს და ელის შენგან მაცხონებელ სიტყვას. ამ მდგომარეობაში, როდესაც ასეთი საფრთხის წინაშე დგას თითოეული და არ შეიძლება ჩვენ არ დავუჯეროთ ამ დარგის სპეციალისტებს.”- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
მრევლის პასუხისმგებლობაზე საუბრობს მეუფე იაკობიც. მისი თქმით, ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს მივა თუ არ მივა სააღდგომოდ ხალხი ტაძარში.
“როდესმე თქვენ გინახავთ მე მრევლისთვის მეთქვას, აუცილებლად მოდი ეკლესიაში? არჩევანის საშუალება აქვთ ადამიანებს, რობოტები არ არიან. რობოტებად არ უნდა ვაქციოთ ამ კორონავირუსის გამო. თქვენ რომ გიკეთიათ პირბადეები, ხომ უჯერებთ?! ვიღაცა, ალბათ, იმასაც დაიჯერებს, რომ არ მოვიდნენ. ვინც მოვა, მოვა. მე შემიძლია ჩემს თავზე ვიყო პასუხისმგებელი. ასევე, ნებისმიერი ქრისტიანი თავის თავზეა პასუხისმგებელი. ვისაც მისვლა უნდა მივა, ვისაც მისვლა არ უნდა არ მივა,”- განაცხადა მეუფე იაკობმა.