ნიდერლანდების სამეფო კიდევ 7-მა ქართველმა მოქალაქემ დატოვა

როგორც ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ბაგრატიონის საზოგადოების წარმომადგენელი მაია ადუაშვილი ამბობს, ნიდერლანდების სამეფო კიდევ 7-მა ქართველმა მოქალაქემ დატოვა, რისთვისაც მადლობას უხდიან ნინო ჯაფარიძეს. საქართველოს კონსულს ნიდერლანდების სამეფოში.

-“დღეს დილით კიდევ 7 ქართველმა დატოვა ნიდერლანდების სამეფო, ისინი ბელავიის ავიახაზებით დაბრუნდებიან საქართველოში.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონ ნინო ჯაფარიძეს. საქართველოს კონსულს ნიდერლანდების სამეფოში”.