„ჟურნალისტიკა, როგორც სპეციალობა, წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტში აღარ არსებობს“!

დავით ცხვარაძე

  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, სადაც ჟურნალისტთა სხვადასხვა თაობები აღიზარდა , უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სპეციალობა ზუსტად იმდენ წელს ითვლის, რამდენისაც თვით უნივერსიტეტი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს უკანასკნელი საქართველოს ჟურნალისტიკის სკოლებს შორის მეორეა „თსუ“-ს შემდეგ, თუმცა ის უკვე  ერთადერთია, სადაც ჟურნალისტიკა, როგორც სპეციალობა აღარ არსებობს!

ბოლო წლებში უნივერსიტეტში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ ჟურნალისტიკის დეპარტამენტი, როგორც დამოუკიდებელი ერთეული გაუქმდა და სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტში საჯარო მმართველობასა და საერთაშორისო ურთიერთობებთან ერთ-ერთ მოდულად გააერთიანეს. 2012 წლის დასაწყისში ჟურნალისტიკის დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი გია ქობალიანი ადმინისტრაციულიდან ჯერ აკადემიურ თანამდებობაზე გადაიყვანეს შემდეგ კი პოლიტიკური ნიშნით აკადემიურ შვებულებაში გაუშვეს, დღეს ქობალიანი სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

სხვა უნივერსიტეტების მაგალითით თუ ვიმსჯელებთ არსებობს „სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა“ ფაკულტეტი და არა დეპარტამენტი, სოციალურ მეცნიერებათა, სამართლის და ბიზნესის ფაკულტეტი და ასშ. სადაც ჟურნალისტიკა, როგორც დამოუკიდებელი ერთეული ყველაზე პატარა რეგიონშიც კი არსებობს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ბიზნესის სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტში ინტეგრირებულადაა წარმოდგენილი მასობრივი კომუნიკაციის(ჟურნალისტიკა) მოდულად.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, უნივერსიტეტში „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაციის“ დამოუკიდებელი პროგრამა შემუშავებულია, თუმცა გასულ წელს ვიღაცის სურვილისამებრ დაბლოკეს, საინტერესოა ვინ მტრობს და ვის არ აწყობს ჟურნალისტიკის დამოუკიდებელ ერთეულად არსებობა!? სადაც შეიძლება ითქვას რომ მომავალი მეოთხე ხელისუფლება იზრდება.

სააგენტო geomediatv.ge_მ ექსკლუზიურად, პირველმა უნივერსიტეტში გამოკითხვა სტუდენტებში ჩაატარა, რომლებიც საკუთარ პოზიციებს ღიად აფიქსირებენ. ჩვენ მათივე სურვილისამებრ მათ ვინაობას ინკოგნიტოდ ვტოვებთ.

სტუდენტი: “სოციალური მეცნიერებების პირველ კურსზე ვსწავლობ, უნივერსიტეტში მოსვლამდე არც ვიცოდი რას ნიშნავდა სოციალური მეცნიერებები, რა ისწავლებოდა რადგან მოდულები არ იყო მითითებული(არც მოდულის პრინციპი ვიცოდი) აქ მოსვლის შემდეგ გავიგე, რომ თურმე მოდულებზე ფინალური გამოცდის შემდეგ ვნაწილდებით ქულების პრინციპით, ფაქტიურად გამოდის,რომ სასურველ სპეციალობაზე შესაძლოა ვერ მოვხვდე, სრული უსამართლობაა!!!!“

სტუდენტი: „მოდულზე განაწილების არამართლიანობა კარგად მახსოვსსს….. ახლა რამნიშვნელობა აქვს უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ გვასწავლიან გაძლიერებულად ეკონომიკის საგნებს?“

სტუდენტი: როგორც გვეუბნებიან ეს ყველაფერი განათლების სამინისტროს დამტკიცებულია, თუმცა სხვა უნივერსიტეტებში მსგავსი მაგალითი არ არსებობს, მართალია ჟურნალისტიკა სოციალურ მეცნიერებებებს მიეკუთვნება, მაგრამ ყველგან დამოუკიდებელად არსებობს, იმედია ოდესღაც ვინმე მაინც დაინტერესდება ამ თემით და ხმამაღლა გამოთქვამს პროტესტს, რომ შემდგომმა თაობებმა მაინც შეძლონ პროფესიის დაუფლება.

სტუდენტი: ძალიან მიყვარს ჩემი ლექტორები, საფუძვლიანად გვასწავლიან ყველაფერს, არც პრაქტიკის ნაკლებობას ვუჩივით, თუმცა ჩვენი მიმართულების საგნებთან ერთად ვსწავლობთ ინტეგრირებულად ფაკულტეტიდან შემომავალ უაზრო საგნებს. საინტერესოა, რატომ ჰქვია პროგრამას სოციალური მეცნიერებები და წერენ სპეციალობა: სოციალური მეცნიერბეები, სასაცილოა თითქოს პროფესია იყოს, ჩემი აზრით სოც.მეცნიერებები ნიშნავს, რომ მასში მრავალი დარგი შედის და შედის ჟურნალისტიკაც“

შეგახსენებთ: გასულ სასწავლო წელს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მასობრივი კომუნიკაციის (ჟურნალისტიკა) მიმართულების სტუდენტებისთვის ძვირადღირებული აპარატურა შეიძინა, რომელიც ახლა დასაწყობების პროცესშია.

საინტერესოა როგორ გააგრძელებს არსებობას სპეციალობიდან მიმართულებად ქცეული ჟურნალისტიკა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტში და ვინ შეეცდება პრობლემის გადაჭრას? კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელი რჩება!

კომენტარის დატოვება