ქოცს მოეწონება, ნაცი დაიპუტავს, ნორმალური კიდევ ერთხელ ჩაიქნევს ხელს…

ოთარ ფანცულაია

ეკონომისტი

ანტიკრიზისული გეგმა..
– სოციალური ნაწილი პოპულისტური,
– ეკონომიკური ნაწილი ზერელე და არაფრის მომტანი,
– საბიუჯეტო სახსრების ეფექტური ხარჯვის გეგმა არც განუხილავთ,
– მცირე მთავრობა არაო,
– დევნილები არ გახსენებიათ,
– მრავალშვილიანი ოჯახების 600 ლარით დახმარება კარგია,
– ვინც ხელფასს არ ღებულობდა იმათ არ შიათო,
– შეზღუდვების მოხსნის გეგმა მეტნაკლებად მისაღებია,
– წარმატებულები ვართო,
– კარგი წინასაარჩევნო პერფორმანსი..
– აიტანს კაცი, უარესს ველოდი.
– რეაქციები იქნება ტრადიციული: ქოცს მოეწონება, ნაცი დაიპუტავს, ნორმალური კიდევ ერთხელ ჩაიქნევს ხელს,
– უფრო სერიოზულ განხილვას არ ვაპირებ, რაცაა ეგაა, უკვე ვეღარაფერს შევცვლით.

ამავე თემაზე

https://www.gmtv.ge/76313-2/