ფერმერებს 6 თვიან კრედიტებს სახელმწიფო დაუფარავს

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს ახალი კრედიტი იმ საქმიანობისთვის, რომელიც მიზნობრიობის ფარგლებში არის გათვალისწინებული,“ – ამის შესახებ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჯიბლაძემ „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

ჯიბლაძემ ასევე განმარტა, სესხის გაგრძელების შემთხვევაში როგორ მოხდება საბანკო პროცენტის დაფარვა.

„ იმ ტვირთისგან, რომელიც ფენეფიციარებს ჰქონდათ პროცენტის სახით, ისინი თავისუფლდებიან, რადგან ამას სახელმწიფო გააკეთებს მათ მაგივრად. მოსავლის მიღებამდე ჯერ შორის არის. თუ ფული მიიღეს და ნაწილობრივ დახარჯეს, აქვთ შესაძლებლობა გააგრძელონ საქმიანობა და მიიღონ დამატებითი ფინანსური სახსრები, რადგან  პრობლემა არ იქნება. ეს ყველაფერი არის მორგებული ფერმერების შემოსავლის სტურქტურაზე. ის, მოსავალი, რომელიც გათვლილი იყო ტურისტებზე, რადგან ამ ეტაპზე ტურისტული ნაკადი არ არსებობს რეალიზებაც გაძნელდება და შესაძლოა, მივიღოთ ჭარბი მოსავალი.

დღეიდან, ამ მომენტიდან ფერმერებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთ მომსახურე საფინანსო ინსტიტუტებს და მიიღონ კრედიტები. თუ ფერმერი მიიჩნევს, რომ 6 თვე სესხისთვის მისთვის საკმარისია სახელმწიფო სრულად დაააფინანსებს, ხოლო თუ ბენეფიციარი ჩათვლის, რომ მათ სჭირდებათ ორ წლიანი სესხი ამ შემთხვევში,  სახელმწიფო  6 თვის სესხს დაუფინანსებს, დანარჩენს ბენეფიციარი გადაიხდის,“ – აცხადებს ჯიბლაძე.