წარმოება კლიენტის გარეშე, პროდუქტი მყიდველის გარეშე-ქვეყანა საჭიროებს საყოველთაო დახმარების პოლიტიკას

რატი აბულაძე

ეკონომიკის დოქტორი

საყოველთაო ჯანდაცვის პოლიტიკის მსგავსად, ქვეყანა საჭიროებს საყოველთაო დახმარების პოლიტიკას

 

  • ეპიდემიოლოგიური ვითარების დასრულების შემდგომ, გვექნება წარმოება კლიენტის გარეშე, პროდუქტი მყიდველის გარეშე, ბაზარი სამომხმარებლო აქტივობის გარეშე. წარმოება რომ დაბრუნდება, ვისზე უნდა გაიყიდოს პროდუქცია? მოქალაქეებს ფული აღარ ექნებათ და პროდუქტს როგორ იყიდის;
  • საათობრივად გაღებული ეკონომიკის პირობებში, ეკონომიკისა და მსყიდველობიუნარიანობის აღდგენას არსებული ქართული ეკონომიკური პოლიტიკით დიდი დრო დასჭირდება;

მოქალაქეები აღმოჩნდა უმწეო და ვალებით დატვირთულ მდგომარეობაში, რომელიც საჭიროებს არამხოლოდ მხოლოდ ვირუსისგან დაცვას, არამედ შიმშილისგან დაცვასაც.  კრიზისის გამო, უსახლკარო, რომელიც დახმარების მოლოდინშია და მას არ/ვერ ეხმარები (იმიტომ, რომ ქულებით ვერ შეფასდა), ასეთი პოლიტიკა გაუფასურებული პოლიტიკაა;

  • დღეს, კორონავირუსის გამო ძირითადი ყურადღება გადადის ვირუსული ინფექციის გავრცელების საფრთხეებზე, ხოლო ყურადღების მიღმა რჩება ქრონიკული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ქმედითი გზები. საბიუჯეტო თანხების ხარჯვა, ვალების აღება, გადასახადების შემცირება და დახმარებების გაცემა არის მხოლოდ სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების ღონისძიება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ პრობლემები დაიძლიოს მოკლევადიან პერსპექტივაში. ამასთან, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება. ქრონიკული ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას უფრო მეტი სჭირდება, ვიდრე ვალი, ხარჯი და საგადასახადო ადმინისტრირებაა;
  • ჩვენი გვჭირდება ძლიერი სოციალური სისტემები და იმ ხალხზე ზრუნვა, ვინც ზრუნვას ყველაზე მეტად საჭიროებს. არ შეძლება მოქალაქეების კატეგორიზაცია. საჭიროა საყოველთაო ჯანდაცვის პოლიტიკის მსგავსად, საყოველთაო დახმარების პოლიტიკის გატარება.