სოციალური მომსახურების სააგენტო ფაქტობრივად უმოქმედოა, ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვოს!..

“ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ, გამართულ ბრიფინგზე სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

თეონა ჭალაძის თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტო უმოქმედოა, მოქალაქეებს სათანადო ყურადღებას არ აქცევს და სამსახური არაა ორიენტირებული მოქალაქეებზე.

“მას შემდეგ, რაც ქვეყანაში COVID ვირუსის გამო ჩვენ საგანგებო მდგომარეობა გვაქვს, შექმნილმა ზოგადმა მდგომარეობამ კიდევ უფრო დაამძიმა ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა. კიდევ უფრო ნათელი და ცხადი გახდა ის, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო ფაქტობრივად უმოქმედოა. ისინი ვერ მუშაობენ, მუშაობენ ქაოსურად და ეს ყველაფერი არის დამსახურება პირადად გიორგი წოწკოლაურის, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობს. ასობით და ათასობით ადამიანი არის ამ მომენტისთვის დარჩენილი საარსებო შემწეობის გარეშე და ეს ადამიანები, სანამ ჩვენ აქ ბრიფინგს ვატარებთ, შიმშილობენ,” – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

“ახალი საქართველოს” მთავარი მოთხოვნაა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი წოწკოლაურმა თანამდებობა დატოვოს, რადგანაც თეონა ჭალიძის თქმით, ის დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს.