საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, 113 დეპუტატის ხმა სჭირდება

საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიცია კონსულტაციებს განაგრძობს.

შეხვედრა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გაიმართება. ხელისუფლების ოპონენტები საკუთარი პოზიციის შეცვლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ვალდებულია 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ორივე ნაწილი შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რეაგირებაც ადეკვატური იქნება.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომელმაც ქვეყანაში საარჩევნო სისტემა უნდა შეცვალოს, 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.