მცირემიწიანი ფერმერების დახმარება, თანადაფინანსების პროგრამა, 50%-იანი გრანტი აგროწარმოებისთვის…

მცირემიწიანი ფერმერების დახმარება:

კერძოდ:

● 0.25 ჰექტრიდან – 10 ჰექტრამდე რეგისტრირებული მიწის მესაკუთრეებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების სუბსიდირება;
● თანადაფინანსება საქონლისა და მომსახურების შესაძენად – სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; სათესლე და სარგავი მასალები; აგროტექნიკური სამუშაოების მომსახურება (1.25 ჰა-დან – 10 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის მფლობელებისთვის).
● დახმარებას მიიღებს 200 000 -მდე ფერმერი;
● პროგრამა დაიწყება 20 მაისიდან;
● ბიუჯეტი 37 მილიონი.

იაფი დიზელი ფერმერებს

კერძოდ:

● დიზელის საწვავი შეღავათიან ფასად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელებს;
● 0.25 ჰა-დან 100 ჰა-ს ჩათვლით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მფლობელებს – აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავი ბაზარზე არსებულ ფასზე დაახლოებით 1 ლარით იაფად 1 ლიტრი;
● ლიმიტი 1 ჰა-ზე 150 ლიტრი;
● 40 მლნ. ლარამდე შეღავათი ფერმერებს;
● დახმარებას მიიღებს 200 000 -მდე ფერმერი;
● პროგრამა დაიწყება 20 მაისიდან.

სამელიორაციო მომსახურების ღირებულების განულება.

კერძოდ:

● 42 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სრულად ჩამოეწერება მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების დავალიანება 8 მლნ. ლარამდე;
● 42 000 ფიზიკური და იურიდიული პირი 2020 წელს სრულად გათავისუფლდება 10 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან. ფერმერებს ჩამოეწერებათ 5 მლნ. ლარის გადასახადი.
● 42 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს ჯამურად ჩამოეწერება 13 მლნ. ლარამდე გადასახადი.

50%-იანი გრანტი აგროწარმოებისთვის

კერძოდ 50,000 ლარამდე ფარგლებში (ჯამური ღირებულებით) დაფინანსდება:

● სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის თანადაფინანსება 50%;
● ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობის ან/და არსებული სასათბურე მეურნეობის მოდერნიზაციის თანადაფინანსება 50%;
● ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა/მონტაჟის თანადაფინანსება 50%.
● პროგრამა დაიწყება 20 მაისიდან;
● ბიუჯეტი 10 მილიონი;

50%-იანი გრანტი სარწყავი სისტემებისთვის

კერძოდ, პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში გარდა არსებული შეღავათებისა, შესაძლებელი ხდება:

● მრავალწლოვანი კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა/მონტაჟის თანადაფინანსება;
● 1 ჰა-ზე არაუმეტეს 2 500 ლარი თანადაფინანსება50%;
● ბიუჯეტი 13 მილიონი.

ახალი საბანკო შეღავათები აგროწარმოებისთვის

კერძოდ:

● საბრუნავი საშუალებების კომპონენტი – 5 000 ლარი – 100 000 ლარი, სრული თანადაფინანსება – 17 %, თანადაფინანსების პერიოდი – 6 თვე.
● ძირითადი საშუალებების და ლიზინგის კომპონენტი – 20 000 ლარი – 1 500 000 ლარი, თანადაფინანსება – 11-12 %; თანადაფინანსების პერიოდი – 48 თვე.
● სასურსათო მრეწველობის ხელშეწყობის კომპონენტი – 1 500 001 ლარი – 5 000 000 ლარი, თანადაფინანსება – 10%, თანადაფინანსების პერიოდი – 24 თვე.

იზრდება ერთწლიანი კულტურებისთვის სესხის 6 თვის საპროცენტო განაკვეთი სრულად დაფინანსდება:

8%-ის ნაცვლად სესხის თანადაფინანსების კომპონენტი ხდება 11%;
ლიზინგის თანადაფინანსება 9%-ის ნაცვლად, ხდება 12%;

ბიუჯეტი 74 მილიონი – დამატებით გამოიყო 7.4 მილიონი ლარი.

საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა

კერძოდ:

● სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით თანადაფინანსება – თანადაფინანსების წილი 50%, მაქსიმუმ 15,000 ლარი, კოოპერატივების თანადაფინანსება წილი – 90%, მაქსიმუმ 25,000 ლარი.
● დახმარება კოოპერატივებს ბუღალტრული მომსახურების მიღებისთვის – თანადაფინანსების წილი 50%, მაქსიმუმ 15,000 ლარი, კოოპერატივების თანადაფინანსება წილი – 90%, მაქსიმუმ 25,000 ლარი.
● კოოპერატივებისათვის აღჭურვილობა/დანადგარების დაფინანსება – თანადაფინანსების წილი 50%, მაქსიმუმ 15,000 ლარი, კოოპერატივების თანადაფინანსება წილი – 90%, მაქსიმუმ 25,000 ლარი.

ბიუჯეტი 1.5 მილიონი ლარი.

აგროდაზღვევა

კერძოდ:

სადაზღვევო რისკები;

● სეტყვა;
● წყალდიდობა;
● ქარიშხალი;
● საშემოდგომო ყინვა.

პირობები:

● მაქსიმალური ფართობი – 30 ჰა მარცვლეული 5 ჰა სხვა დანარჩენი.
● თანადაფინანსება – 50% ვაზი 70% სხვა დანარჩენი.
● სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის მაქსიმალური ოდენობა 50 000 ლარი.

ბიუჯეტი 9 მილიონი ლარი.

ადგილობრივი მერძევეობის ხელშეწყობა

კერძოდ:

თანადაფინანსების პროგრამა:

● რძის პირველადი წარმოება – პროცენტული წილი 80% თანადაფინანსება არაუმეტეს 26 000 ლარი
● რძის შემგროვებელი პუნქტები პროცენტული წილი – 60%, თანადაფინანსება არაუმეტეს 137 000 ლარი
● რძის შემგროვებელი პუნქტები (საზაფხულო) – პროცენტული წილი 80%, თანადაფინანსება არაუმეტეს 26 000 ლარი
● რძის გადამამუშავებელი საწარმოები 1 ტონამდე წარმადობით – პროცენტული წილი 80%, თანადაფინანსება არაუმეტეს 39 000 ლარი
● რძის გადამამუშავებელი საწარმოები 1-10 ტონამდე წარმადობით პროცენტული წილი – 40%, თანადაფინანსება არაუმეტეს 130 000 ლარი
● პირუტყვის საკვების პირველადი წარმოება პროცენტული წილი – 60%, თანადაფინანსება არაუმეტეს 195 000 ლარი
● ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება პროცენტული წილი – 80%, თანადაფინანსება არაუმეტეს 52 000 ლარი.

ბიუჯეტი 42 მილიონი ლარი.

გრანტები კოოპერატივებისთვის

კერძოდ:

თაფლისა და რძის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება 70%-ით შემდეგ მუნიციპალიტეტებში:

● გორი
● ახალქალაქი
● დმანისი
● დუშეთი.

მევენახეობისა და მერძევეობის დარგის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა – თანადაფინანსება