გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც და ბაღებისთვისაც

საქართველოში სწავლის პროცესი ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება და ამისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

– “როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა, ცნობილი გახდება, რა უნდა გაკეთდეს, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც და ბაღებისთვისაც“ – აღნიშნა იმნაძემ.