არ მინდა ვიფიქრო, რომ აქციის გამო არ ჰქონდათ პატიმრებს შუქი…არ მინდა იგივე მეორდებოდეს…

მოძრაობამ „შემახე ამნისტია“ პარლამენტის შენობასთან აქცია გამართა.

აქციის მონაწილეები ფართომასშტაბიანი ამნისტიის აქტის გამოცემას ითხოვენ, წინააღდმდეგ შემთხვევაში, გრძელვადიან აქციებს აანონსებენ.

აქციაზე იმყოფებოდა პოლიტ-პატიმარი გიორგი გაბედავა, რომელმაც განაცხადა, რომ აქციის მსვლელობის დროს პატიმრებს არ ჰქონდათ შუქი.

-გუშინ აქცია რომ იყო დაანონსებული ამნისტიის მოთხოვნით ყველამ იცის და ეს აქცია ჩატარდა. არ მინდა ვიფიქრო რომ აქციის გამო არ ჰქონდათ პატიმრებს შუქი… სააკაშვილის რეჟიმის დროს გვითიშავდნენ შუქს, მიჰქონდათ რადიოები, რომ პატიმრებს არ გაეგოთ აქციის შესახებ. არ მინდა იგივე მეორდებოდეს… დაჯერებაც არ მინდა… ბრძოლა გველის და იმედი მაქვს ამ ბრძოლას მშვიდობიანად ჩავატარებთ და მოვიგებთ, რადგან სოციალური სიდუხჭირე ითხოვს ამნისტიის აქტს! უამრავი ახალგაზრდა გამოვა და დაიწყებს მუშაობას, ოჯახის რჩენა და ბევრი შექმნის ოჯახს! – აცხადებს გაბედავა.