“ვაპროტესტებთ რაჭასა და ლეჩხუმში დიდი ჰესების მშენებლობას!..”

ონისა და ნამახვანის ჰესების კასკადების ნებართვების გაუქმების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა. აქციას რაჭის მაცხოვრებლებიც ესწრებოდნენ.

-“ვაპროტესტებთ რაჭასა და ლეჩხუმში დიდი ჰესების მშენებლობას, მოვითხოვთ მთავრობისაგან ამ ნებართვების გაუქმებას. ასევე მოვითხოვთ, რომ შესრულდეს ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირება, რომელიც სწორედ დიდი ჰესების მშენებლობის საკანონმდებლო დონეზე აკრძალვას გულისხმობდა,” – განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა.