8 ივნისიდან ქალაქებს შორის მიმოსვლა აღდგება

რესტორნები, სასტუმროები და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი – ხვალიდან საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი იხსნება.

8 ივნისიდან უკვე შესაძლებელი იქნება მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა. მუშაობას სრულად იწყებს ბარები და რესტორნები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, სასტუმროები.