პენსიის მომატებისთვის პატარა ვარ, სამსახურისთვის კი მოხუცი…..

მარინა ნაჭყებია

აფხაზეთის ომის მონაწილე

დიალოგი….მე და პენსია….

ჩემი თავი მოხუცი მეგონა…..მაგრამ ნურას უკაცრავად.
დღეს ლიბერთი ბანკში დავრეკე და ვეკითხები—ქალ. 63 წლის ვარ, პენსია 30 ლარი დამემატება?
—–პასუხი—–არა საამისოდ ახალგაზრდა ბრძანდებით…
—–მაშინ, სამუშაოდ მიმიღებენ…
—–არა, ქალბატონო წლები არ გიწყობთ…
—–კარგად გამეცინა…ანუ ფულის მომატებისთვის პატარა ვარ, სამსახურისთვის კი მოხუცი…..
ეს ვთქვი და ოპერატორმა ყურმილი გამითიშა….
—-სალაპაკო დამრჩა კიდევ და მოგახსენებთ რაც მინდოდა მეთქვა—–აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა 70 წელს გადაცილებულები მსახურობენ….ჩემი ადგილი არსად არაა…