თბილისის მერიასთან კატები მიიყვანეს…

თბილისის მერიასთან ორგანიზაციამ “დაიცავი არჩევანი” საპროტესტო, ანტიკორუფციული აქცია გამართა და კატები მიიყვანა.

-ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “დაიცავი არჩევანი” ძალიან მაგარი და ხმაურიანი ანტიკორუფციული აქცია ჩავატარეთ თბილისის მერიასთან, რომელიც კახა კალაძემ გადააქცია ბიუჯეტის ვირთხების ბუდედ.

მაშინ როდესაც მარტო თბილისი კი არა მთელი საქართველო შიმშილობს კალაძე 30 მილიონად ყიდულობს სამარშრუტო ტაქსებს თავისი ძმაკაცის სატრანსპორტო კომპანიისთვის. ამაზე თავხედური და დაუფარავი კორუფციულ მაფიოზური ქმედება რთულად მოსაძებნია.

ამ აქციის ფარგლებში მერიის შენობაში მივიყვანეთ ბიუჯეტის ვირთხებზე დაგეშილი კატები, რომლებსაც უნდა გაეწმინდათ კალაძისა და მისი მაფიოზი ბიუჯეტის ვირთხებისგან თბილისის მერია- ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით ნებიერიძე.