პროცესი დაიწყო, 17-ივე ბრალდებული დარბაზში იმყოფება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.

17-ივე ბრალდებული დარბაზში იმყოფება. პროკურატურა დაკავებულებისთვის პატიმრობას ითხოვს, ადვოკატები გირაოს შუამდგომლობას აყენებენ.

სასამართლომ დღეს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება