„ოცნების“ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ გიორგი ჩაკვეტაძე აირჩიეს

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა.

    ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ პარტიის ახალგაზრდული ფრთის დელეგატებმა გიორგი ჩაკვეტაძე ერთხმად აირჩიეს.

რაც შეეხება ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილეებს, აღნიშნული თანამდებობა დავით ხაბეიშვილმა და ვაჩე ჭიჭინაძემ დაიკავეს.

გიორგი ჩაკვეტაძე იყო საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი იუნესკო-ში,  განათლება მიღებული აქვს ტალინის ტექნოლოგიების, ასევე, კავკასიის უნივერსიტეტში სამართლის სპეციალობით.

კომენტარის დატოვება