მაია ფანჯიკიძეს ავსტრიის მთავრობამ ორდენი გადასცა

მაია ფანჯიკიძეს ქართულ-ავსტრიულ ურთიერთობებში და ავსტრიული კულტურისთვის გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის ავსტრიის მთავრობამ ორდენი გადასცა.

ინფორმაციას ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს:

-დღეს დიდი დღე იყო ფანჯიკიძეებში, – მაიას ავსტრიის მთავრობამ გადასცა ორდენი, ქართულ-ავსტრიულ ურთიერთობებში და ავსტრიული კულტურისთვის გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის. ეს ორდენი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჯილდოა, რომელსაც ავსტრიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ანიჭებენ გამორჩეულ ადამიანებს.
როგორც უმცროსმა დამ, უფროსის დაბადებისდღეზე რამე საჩუქარი რომ უნდა ერგოს, ჩემით მივინიჭე სტაფილოს ორდენი.