ადვოკატები გამოკითხვაზე იმყოფებიან

ადვოკატები ვასილ მამულაშვილი და ალექსანდრე კობაიძე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება შაქარაშვილის საქმის ფიგურანტის ნივთმტკიცებულებებში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეომასალის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას.

ადვოკატ ვასილ მამულაშვილის თქმით, ეს მასალა არ ეხება ამ კონკრეტულ საქმეს და არარელევანტურია.  ბექა ნემსიწვერიძე კი ამბობს, რომ მისთვის საერთოდ უცნობია აღნიშნული მასალის შინაარსი, რადგან დროის უქონლობის გამო არც გაცნობია.

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის თქმით,  არაავთენტური მასალის აღმოჩენისთანავე მიმართა საგამოძიებო უწყებას, რომ მასალა განადგურებულიყო.

“აღმოვაჩინეთ, რომ იყო არაავთენტური მასალა, სადაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები იყო, დაუყოვნებლივ მოვახდინეთ რეაგირება და მივმართეთ საგამოძიებო უწყებას, რომ გაენადგურებინათ,” – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.