“მთავრია დამნაშავე დაისაჯოს, ეს საქმე ჭორაობის საგანი არ უნდა იყოს”

პრემიერ მინისტრი გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “ეს საქმე ჭორაობის საგანი არ უნდა იყოს”

“მთავრია გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავე დაისაჯოს. სასჯელის გარდაუვალობა, ეს არის ის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც უნდა აღსრულდეს. თუ გამოძიების შემდეგ, ვინმემ დაუშვა შეცდომა, ან არ შეასრულა თავისი მოვალეობა შესაბამისად, ამისთვის არსებობს პროკურატურა, რომელზეც კიდევ სხვა გამოძიება უნდა დაიწყოს. ეს საქმე ჭორაობის საგანი არ უნდა იყოს,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.