ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების საფუძველზე რეგისტრაცია გაიარეს შემდეგმა პარტიებმა:

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”;

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“;

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ (შემოკლებული დასახელება: „ევროპელი დემოკრატები“);

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27, ხოლო უარი რეგისტრაციაზე ეთქვა ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას.