„ინციდენტები საოკუპაციო ხაზზე ძალიან სახიფათოა…”

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ „ქრონიკას“-თან საუბარში განაცხადა, რომ „ინციდენტები საოკუპაციო ხაზზე ძალიან სახიფათოა, რასაც საქართველო არ შეეგუება”.

„ინციდენტები საოკუპაციო ხაზზე ძალიან სახიფათოა, რასაც ჩვენ არ შევეგუებით. ამიტომაც ავამოქმედეთ ყველა საერთაშორისო ბერკეტი, რათა ამ თემის აქტუალიზება მოხდეს. როგორც ჩანს, ეს ჩვენს მეზობლებს არ მოეწონათ და ამ ფორმით გამოხატეს თავისი დამოკიდებულება და უკმაყოფილება“ – აღნიშნა აბაშიძემ.