იმ ფაბრიკებს აფინანსებენ, რომელთაც მხოლოდ ნაგვის შემოტანა შეუძლიათ ოჯახებში…ეგება ნამუსმა შეაწუხოს!

თქვენი სათქმელი

ბელა სონღულაშვილი

საოჯახო მეფრინველეობის განვითარების ცენტრი

-მე რომ მკითხოთ, იმდენი ვიცი და ისეთი უნიკალური, მრავალმხრივი გამოცდილება მაქვს დონორები და სამინისტრო იქეთ უნდა დამდევდეს,უნდა შემიქმნან ისეთი პირობები, საქართველოში საოჯახო მეფრინველეობა რომ განვითარდეს, სოფლის მოსახლეობა დასაქმდეს, რომ ამხელა ნაგავი გავიდეს საქართველოს ბაზრიდან და გამოჯანმრთლდეს მოსახლეობა… ესენი კიდევ ისევ 25000 ფრთიდან ზემოთ ახალ იმ ფაბრიკებს აფინანსებენ და აძლიერებენ, რომელთაც მხოლოდ ნაგვის შემოტანა შეუძლიათ ოჯახებში…ან სულაც იმპორტზე აქვთ ხედვა გამეცადინებული, რომ ვიღცამ ამაზე ფული აკეთოს და ამასობაში გვინადგურდება თაობები…

ძალიან მწყინს, მაგრამ თქვენც ჩუმად ხართ… არ აქტიურობთ, ხმას არ იღებთ და მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა და თავგანწირვისა… წარმატება არ გვიწერია…
გააქტიურდით დონორების და მთავრობის მისამართით!
მიდექ-მოდექით.. შეაწუხეთ ხალხი!
ეგება ნამუსმა შეაწუხოთ და მოგვცენ განვითარების საშუალება…
კონკურენცია უფრო გამწვავდება და თქვენ პატარა მეურნეობებით გადაგყლაპავენ…არავინ არაფერს არ მოგცემთ შრომის და ბრძოლის გარეშე და რასაც ვაკეთებთ, მალე ეგეც აღარ გვექნება… უბრალოდ, დარგი გაქრება! გააქტურდით!
დაიცავით საკუთარი საქმე!