დაკავებულია ზვიად კუპრავაც
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთა აქციას მართავს, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს პერფორმანსის დროს გამოყენებული ხელთათმანის შსს-ს ღობეზე ჩამოკიდების უფლება არ მისცეს, რასაც მცირე შელაპარაკება მოჰყვა.
სამართალდამცავების განცხადებით, აქციის მონაწილეები ხელთათმანის ღობეზე დაკიდებით კანონს არღვევდნენ.
შსს-სთან მიმდინარე აქციაზე 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად მოხდა, რაც სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩლებლობას გულიხსმობს.
დაკავებულია ზვიად კუპრავაც.