ქუთაისში მოქმედი მედიასაშულებების წარმომადგენლები განცხადებას აკეთებენ

გუშინ, ქუთაისში,  ავანგარდის დასახლებაში არსებულ 90-ე საარჩევნო უბანზე ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგადაც ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურა დაუზიანეს.

ამ ფაქტიდან გამომდინარე ქუთაისში მოქმედი მედიასაშულებების წარმომადგენლები განცხადებას აკეთებენ.
ჟურნალისტები ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს მოუწოდებენ, პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება მისცენ ჟურნალისტებს.
მედიის წარმომადგენლები ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ძალადობის ფაქტს გმობენ და შესაბამის ორგანოებს დროული და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარის დატოვება