სამ მედიკოსს კორონავირუსი დაუდგინდა, სხვები საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს

სანდო წყაროს ინფორმაციით, ინგოროყვას კლინიკაში, სასწრაფო გადაუდებელ დეპარტამენტში სამ მედპერსონალს, ექიმს, ექთანს და უმცროს ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა. ისინი ინფექციურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი. მათთან უახლოესი დღეების განმავლობაში კონტაქტში მყოფი თანამშრომლები კი ამ ეტაპისთვის გადაყვანილნი არიან სასტუმროებში გახსნილ საკარანტინო ზონებში.