დავით ფერაძე: ამ წუთებში ვიგებ ძალიან დიდი აფიორის შესახებ!..

დავით ფერაძე

მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი დიდუბის მე-15 ოლქში

-„ამ წუთებში ვიგებ ძალიან დიდი აფიორის შესახებ: დიდუბის მე-15 ოლქში, სადაც მე ვიყრიდი კენჭს, დათვალეს მხოლოდ და მხოლოდ 15 უბნის მონაცემი. ეს ის უბნებია, სადაც მმართველი გუნდის კანდიდატის, ზაზა პაპუაშვილის სასრგებლოდ განსაკუთრებულად მუშაობდნენ და სადაც ამომრჩევლებისგან შანტაჟის სანაცვლოდ უეჭველი ხმის პირობას იღებდნენ, თუმცა, მოცემულ უბნებზე სასურველი შედეგების მიუღებლობის გამო, გაიცა განკარგულება, რომ დარჩენილ 20-მდე უბნის მონაცემების დათვალა არ მომხდარიყო.

ამ დრომდე დანაშაულებრივად არაა დათვლილი იმ ოცამდე უბნის მონაცემები, სადაც მე მოვახერხე წინასაარჩევნო აგიტაცია და რომელ პერიმეტრზეც ჩემი უამრავი ნაცნობი და მხარდამჭერი ცხოვრობს.

ჩემი ინფორმაციით, ამ დაუთვლელი უბნის მონაცემებით პაპუაშვილს თითქმის არ აქვს ამომრჩევლის ხმა. შესაბამისად, საერთო ჯამში ის ვერ მიიღებს პარლამენტარობისთვის სასურველ ხმათა რაოდენობას.

ამიტომ მოვითხოვ,  სასწრაფოდ შეჩერდა დათვლის პროცესი!  ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს მანიპულაციებს, რათა ხელოვნურად აწიონ პაპუაშვილის ხმები და ძალად გაიყვანონ ის პარლამენტში.

მინდა მივმართო დიდუბელ ამომრჩევლებს, დაიცვან თავისი ღირსება, დაიცვან თავისი ხმები, არ მისცენ უფლება გამყალბებებს, ფეხქვეშ გათელონ მათი ნება და თუ საჭირო გახდა, ქუჩაშიც გამოვიდნენ ამისთვის! საჭიროა ოპერატიული მობილიზება და ფეხზე დგომა, რომ ხალხის არჩევანი არ გაამასხარაონ!”

კომენტარის დატოვება