არ ჩათვალოთ, რომ თქვენი ხმა დაიკარგა, პირიქით, განსაკუთრებით ხმამაღლა გაისმა!..

დავით უსუფაშვილი მხარდამჭერებს მადლობას უხდის და “ფეისბუქის” საშუალებით მიმართავს:

“წარმატებებს ვუსურვებ საბურთალოს #6 საარჩევნო ოლქის ყველა ამომრჩეველს და მათ საბოლოო რჩეულს, რომელიც არჩევნების მეორე ტურში გამოვლინდება!

მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირეთ. მე აღარ ვიქნები პარლამენტში თქვენი წარმომადგენელი, მაგრამ კვლავაც ვიქნები თქვენდამი ანგარიშვალდებული. არ ჩათვალოთ, რომ თქვენი ხმა დაიკარგა, პირიქით, თქვენი ხმა შექნმნილ ვითარებაში განსაკუთრებით ხმამაღლა გაისმა!

დიახ, ჩვენ ცოტანი ვართ!.”- წერს დავით უსუფაშვიი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

კომენტარის დატოვება