“ჩვენ ვაგრძელებთ!…უფრო სწორად – ვიწყებთ! ვისაც გჯერათ ჩემი, გამომყევით!“

ზურაბ ოტიაშვილის მადლობა და საჯარო მიმართვა მის ამომრჩეველს

დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის უკვე ყოფილი კანდიდატი ზურაბ ოტიაშვილი მის ამომრჩეველს მადლობას უხდია და საჯაროდ მიმართავს:

„ დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველა მომხრეს და თანამდგომ ამომრჩეველს, რომელმაც ამ ურთულეს საარჩევნო ბრძოლაში დემოკრატიის ძვირფასი მონაპოვარი – პოლიტიკური არჩევანის უფლება გამოიყენა, ნდობა გამომიცხადა და ხმა მომცა.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც ამ ორი თვის მანძილზე ყოველდღიურად გვერდში მედგა და ჩემთან ერთად იზიარებდა იმ ორომტრიალს, რომელიც ამ საპარლამენტო არჩევნებს თან ახლდა.
ჩვენ გაგვაერთიანა სამშობლოს სიყვარულმა, ქვეყნის მომავლის ღირსეულად განვითარების სურვილმა და ამიტომ, დღეს უფრო მეტად დარწმუნებული ვარ, რომ მე და ჩემი გუნდი უფრო გავძლიერდებით და ვიბრძოლებთ თქვენთვის.

მე მიხარია, რომ მყავს ძლიერი, ერთგული და საიმედო გუნდი, რომელიც თავდადებულად მუშაობდა. ჩვენ ერთად ყველაფერი შევძელით, მაგრამ ბრძოლა უკიდურესად უთანასწორო იყო.

ჩვენ ვაგრძელებთ!…

უფრო სწორად – ვიწყებთ!

ვისაც გჯერათ ჩემი სიტყვისა და საქმის, გამომყევით!“

კომენტარის დატოვება