“სახიფათო რეალობაა და ცდუნების რისკიც მაღალია”

ნიკა მემანიშვილი

უფლებადამცველი

-“რამდენიმე არასწორი შეფასება მოვისმინე და წავიკითხე დღეს. არც ქართულ ოცნებას და არც ნაციონალურ მოძრაობას, არ მიუღია მოსახლეობის 51 და 27 პროცენტი. მიიღეს მხოლოდ არჩევნებზე მისული მოსახლეობის 51 და 27 პროცენტი. ამომრჩევლების უდიდესი უმრავლესობა, რომ მისულიყო შედეგები იქნებოდა გაცილებით განსხვავებული. ასე რომ არასწორია შეფასება, თითქოს მოსახლეობის ნახევარმა მიცა ოცნებას ხმა, ან მეოთხედმა ნაციონალებს. რეალური შედეგები ორჯერ და მეტჯერ ნაკლებია, ანუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მეოთხედზე ნაკლებმა მიცა ხმა ქართულ ოცნებას და მეერვედზე ნაკლებმა ნაციონალურ მოძრაობას. ხოლო ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა ჩათვალა რომ არც ერთი პარტია არ იმსახურებს ხელისუფლებაში ყოფნას… ასევე 18 წლამდე მოსახლეობა ბუნებრივია ხმას ვერ მიცემდა.

ამრიგად არასწორია შეფასება როგორც ოცნების ასევე ნაციონალების მხრიდან, თქვენთვის ხმა არ მოუცია მოსახლეობის ნახევარს და მეოთხედს. ჩემი აზრით აუცილებელია არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს, აგრეთვე დაუყოვნებლივ გაუქმდეს მაჟორიტარული წესი. ასე რომ ყოფილიყო პოლიტიკური რეალობა აბსოლუტურად განსხვავებული იქნებოდა ამ არჩევნებზე. 51 პროცენტმა მიცა ოცნებას ხმა და პარლამენტში ეყოლება 80 პროცენტი წარმომადგენელი, ეს როგორი სამართლიანია ხომ ვერ მეტყვით? საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პარტიის ხელში ძალიან სახიფათო რეალობაა და ცდუნების რისკი ძალიან მაღალია”

კომენტარის დატოვება