კლანს სახელი და პოლიტიკური გემოვნება არ გააჩნია, მისი მთავარი იდეა არის ფული!

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

ზაზა ადუაშვილი

მოქალაქე

-“სახელმწიფოს” მშენებლობას ჭირდება განათლება, მტკიცე ნებისყოფა, სურვილი და რწმენა. ეს ყველაფერი გადის “კლანების” დანგრევაზე, მათი ინტერესების შესუსტებაზე და გავლენების წართმევაზე. დანარჩენი ყველაფერი სიყალბეა და ტლიკინი! აგერ 30 წელია მხოლოდ “კლანურობაა” არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი გარანტი!
საზოგადოება დახლეჩილია მარტივ მამრავლებად, საკუთარ შვილებს ყალბ გარემოში ვაცხოვრობთ და მერე გვიკვირს ტყუილები საიდან იციან! ზაზა სარალიძეს რომ უყურებდნენ შაქარიშვილის მშობლები ალბათ ვერ წარმოიდგენდნენ მსგავს ჯოჯოხეთში რომ აღმოჩნდებოდნენ და ვერც ზაზა სარალიძე წარმოიდგენდა იმ გარემოებას საკუთარ თავზე რაც გირგვლიანს დამართეს.

ანუ კლანს სახელი და პოლიტიკური გემოვნება არ გააჩნია. ის მუდმივად იკავებს ადგილს მაღალ სახელმწიფოებრივ ეშელონებში და მისი მთავარი იდეა არის ფული! რა კეთილშობილური იდა არ უნდა გააჩნდეს ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტს, ის კლანს ვერასდროს მოერევა! ამიტომ არის დღეს, რომ ყოველ 8 თუ 9 წელიწადში ერთხელ ერთი და იგივე კორუფციაში, სახელმწიფო გადატრიალებაში თუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირში დადანაშაულებული ხალხი მოდის ქვეყნის მართვის სადავეებთან. ან ვერ ეწინაადეგება არსებულს და ის მორჩილების ფერხულში დგება!
ვაგებთ ასფსლტს, ვაშენებთ ხიდებს, ესთაკადებს, ვიგონებთ უამრავ ფორმულას ქვეყნის გადასარჩენად, თითქოს ხელს არაფერი გვიშლის, მაგრამ ვერ ვვითარდებით!