დეპუტატები, რომლებმაც არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომა ყველაზე მეტჯერ გააცდინეს

TI-ს ანგარიშში, ასევე, საუბარია, რომ 2019 წელს დეპუტატების მიერ საპატიო მიზეზით პლენარული სხდომების გაცდენის 1 200 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შემცირებული მაჩვენებელია.

არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომა ყველაზე მეტჯერ გააცდინეს:

  • დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა);
  • რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა);
  • ივლიანე წულაია (უმრავლესობა).

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, სხდომების გაცდენებზე შესაბამისი პასუხისმგებლობის მექანიზმები იქნა გამოყენებული. კერძოდ, პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, პარლამენტის 25 დეპუტატს ხელფასის 10 პროცენტი დაუკავდა, 43 შემთხვევაში; კომიტეტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, ხელფასის 10 პროცენტი დაუკავდა 22 დეპუტატს, 33 შემთხვევაში.

https://www.gmtv.ge/79509-2/