“ქართული ოცნება” პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას გეგმავს

მე-9 მოწვევის პარლამენტის უკვე ცნობილი დეპუტატი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლის შემთხვევაში “ქართული ოცნება” პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას გეგმავს, კერძოდ, პრეზიდენტს პირდაპირ არჩევნების ნაცვლად, პარლამენტი აირჩევს.

ვოლსკის თქმით, აღნიშნულ ცვლილებას 113 ხმა სჭირდება. ამ დროისთვის კი მმართველ გუნდს წინასწარი მონაცემებით უკვე დაახლოებით 69 მანდატი აქვს.

„იქნება გადაწყვეტილება მიღებული იმ ფუნქციებიდან გამომდინარე, რომელიც კონსტიტუციით უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს მინიჭებული, როგორც ეს სხვადასხვა ევროპულ დემოკრატიებში არსებობს. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ და რეალურად მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში უნდა იყოს საპარლამენტო მმართველობა. შესაბამისად, პარლამენტს უნდა მიეცეს მეტი უფლებები, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის უფლებაც“ – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარის დატოვება