ჩვენ აქ მხოლოდ 8 აგვისტოს არ ამოვდივართ, ხშირად ვართ აქ, რადგან მათი სახელები ბევრ რამეს გვავალებენ…”

ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა ძმათა სასაფლაოზე მივიდა, მათ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს.

-ჩვენ აქ მხოლოდ 7 და 8 აგვისტოს არ ამოვდივართ, ეს ბიჭები ჩვენი სისხლი და ხორცია, ისინი მუდამ ჩვენ გვერდით არიან და მხოლოდ 1 დღეს აქ ამოსვლა და მათთვის პატიცის მიგება უფრო პოპულიზმი მგონია.

ჩვენ, ძალოვანი-ვეტერანები, სხვადასხვა ომის მონაწილეები და ძლივს ცოცხლად გადარჩენილები ხშირად მოვდივართ მათ საფლავებზე, რდგან მათი სახელი ბევრ რამეს გვავალებს, მივდივართ გმირების ოჯახებში და როგორც შეგვიძლია გვერდით ვუდგევართ.

დიახ, გმირები არ კვდებიან, ისინი მუდამ ჩვენთან არიან და მათი გმირობა მაგალითი უნდა იყოს მომავალი თაობებისთვის, სწორედ ამიტომ როცა აქ ამოვდივართ, ყოველთვის შვილები და შვილიშვილები მოგვყავს-განაცხადა მოძრაობის წევრმა ემზარ ქვარიანმა.