ახალქალაქში სისხლიან გარჩევას მსხვერპლი მოჰყვა

ახალქალაქში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. სისხლიან გარჩევას მსხვერპლი მოჰყვა, არის 1 გარდაცვლილი.

შსს აცხადებს, რომ გამოძიება 108-ე (განზრახ მკვლელობის) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) არის დაწყებული.

ამ დროისთვის ახალქალაქში ხანძრის რამდენიმე კერაა, ხანძარს მეხანძრეები აქრობენ. 2 სოფელი კი ერთმანეთს უპირისპირდებ.

დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე გაგაცნობთ.