სამი დღე ჯადოსნურ სამყაროში – „მაჩაბელას“ ფესტივალი იწყება (ვიდეო)

13 ოქტომბერს თბილისში ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური ფესტივალი მაჩაბელა იწყება. ფესტივალის დირექტორი საბავშვო თეატრალური სტუდიის, „მაჩაბელას“ ხელმძღვანელი მამუკა ლომაშვილია და წელს ფესტივალს სწორედ მისი სტუდია გახსნის. ფესტივალის ჟიურის უცვლელი თავმჯდომარე  ნინო ხომასურიძეა.

ფესტივალზე ბევრი სიახლეა, მონაწილეებს კი უამრავი სიურპრიზი ელით. დასწრება თავისუაფალია.

წელს ფესტივალი თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

სწორედ ამ ფესტივალზე სასაუბროდ ვეწვიეთ მამუკა ლომაშვილს და დეკორაციებიც ვნახეთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სამი დღე, ათონელის თეატრში მისული მაყურებელი ნამდვილად  ზღაპრულ. ჯადოსნურ სამყაროში მოხვდება.

ფესტივალი საზეიმოდ 16 სექტემრებს დაიხურება.

კომენტარის დატოვება