რუსეთზე, ნატოზე და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე…

– მართალია რომ პუტინი 2 მილიარდ დოლარს გთავაზობდათ იმისთვის, რომ თქვენ გეღიარებინათ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთი, მაგრამ თქვენ უარი თქვით?

-ფულზე ლაპარაკი არასდროს არ ყოფილა, ფასი გაცილებით მეტი იყო, მე არასდროს არ მქონია სამხრეთ ოსეთის თუ აფხაზეთის მხარდაჭერის პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის მომხრე ვარ და მათ შორის საქართველოსიც. ესენგეში ყველა შიშით თრთოდა, აი მაგალითად ყაზახეთს ეშინოდა, რომ ბელორუსია სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებდა, რადგან მერე მათ მოუწევდათ და ყველაფერი ჩემზე იყო უკვე დამოკიდებული. სიმართლე გითხრათ, ბევრად არც ვფიქრობდი, იცხე თუ სიცივე ისევ სამხრეთ ოსეთში იქნებოდა, მაგრამ თავად ფაქტი იყო არასასიამოვნო, რადგან აფხაზეთის მერე ეს ტერიტორიაც მოწყდა საქართველოს. ხო ხვდებით, თავად ფაქტი. მე აფხაზეთშიც ხშირად ვარ ნამყოფი, მაგრამ ეს ფაქტი რომ მოხდა, უცებ ყველა იყურებოდა ბელორუსიისკენ და ელოდებოდა როდის აღიარებდა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. დიდ მნიშვნელობას არც ვანიჭებდი, საჭირო იყო კავშირის მხარდაჭერა და დავუჭერდი, მერე ჩემთან ჩამოვიდა ჰავიერ სალანა და როცა კაბინეთში დავსხედით, პირდაპირ მიტხრა რომ ჰქონდა თხოვნა.

გამიკვირდა და ვკითხა რა თხოვნა უნდა ჰქონოდა ჩემთან ნატოს, გაეცინა და მითხრა – ნუთუ ფიქრობ რომ ნატო და ლუკაშენკო ასეთი მტრები არიანო, მეც ვუპასუხე, რომ არც ახლობლები ვართთქო.  მან მიტხრა, რომ ნატოს არ უნდა ბელორუსიამ აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. და იცით რა მითხრა? თუ ლუკაშენკო აღიარებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, მერე მასიურად დაიწყება ეს პროცესიო. და ისიც მითხრა, რომ სხვა სახელმწიფოების ლიდერებმა სწორედ ეს გვთხოვეს თქვენთან მოლაპარაკება გვეწარმოებინა ამ საკითხთანო. მე ვუთხარი, რომ ეს საკითხი რუსეთთან განვიხილეთ, მაგრამ მათი მხრიდან მოთხოვნა, რომ გვეღიარებინა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ ყოფილა. მერე ვკითხე, თუ არ დავთანხმდებოდი მათ მოთხოვნას რა იქნებოდა, ამოიღო ბლოკნოტი და დაიწყო იმ სანქციების ჩამოთვლა, რომელიც ბელორუსიის წინააღმდეგ გამოიყენებოდა.

რამდენიმე ხნის მერე ვხვდები სოჩაში დიმიტრი მედვედევს, მაშინ ის იყო პრეზიდენტი, და ის ავიდან იწყებს ამ საკითხის წამოწევას,  მან სწორად დააყენა საკიტხი, რომ ჩვენ ვართ მოკავშირეები, და ა.შ. მაგრამ მე ვუთხარი-დიმა, მე მოვაწერ ხელს სამხრეთ ოსეთის აღიარებას, მაგრამ სენ აქვე უნდა მოაწერო ხელი, რომ ნატო ჩვენს წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს. და იცით რა მიპასუხა, ეკონომიკური თემებით დაკავებულია პუტინიო. გამიკვირდა და ვკითხე-თქვენ რუსეთის პრეზიდენტი ხართ  თუ ვინ ხართ?!. ჩვენ ორივენი პრეზიდენტები ვართ და ახლა ჩემს წინაშე დააყენე პრინციპული საკითხი, მე მზად ვარ გადავწყვიტო, თქვენ კი არა და მაშინ რატომ აყენებთ ასეთ საკითხს? მაშინ ამ  საკითხის ირგვლივ მოლაპარაკება უნდა ვაწარმოო პუტინთან, მერე მითხრა რომ შენ არ ხარო მზად, ვუთხარი მე ვარ მზად, აი შენ კი არ ხარ მზად და თუ ცვდები, მოაწერე ხელი.

-და ვინ არის ამის მერე დიპლომატი?

-მე ღიად ვთქვი, ჩვენ ვერ შევთანხმდით, ანუ მას უნდოდა მე მეღიარებინა სამხრეთ ოსეთი და სულაც არ აინტერესებდა მერე რა მოუვიდოდა ბელორუსიას, მისთვის ამას არ ჰქონდა არანაირი მნიშვნელობა. ვის სჭირდებოდა საერთოდ ამ საკითხის წამოწევა, მალე ყველას დაავიწყდებოდა, ბელორუსია კი სანქციებს მიირებდა, აი, ასეთია რუსეთის, როგორც მოკავშირის დამოკიდებულება სხვა სახელმწიფოს მიმართ.

https://www.facebook.com/194103307792303/videos/3356828914375210/

https://www.facebook.com/194103307792303/videos/3356828914375210/