ლევან ვარშალომიძის ახალი პოლიტიკური ამბიციები საქართველოში

“პოსტსკრიპტუმმა” ინტერვიუ ლევან ვარშალომიძესთან ოდესაში ჩაწერა, საიდანაც  ცნობილი ხდბა, რომ ის პირველი ივლისიდან საქართველოში ბრუნდება და პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს. აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი იქნება.  მისი თქმით ხელისუფლებაში მოვა იმ ადამიანებთან ერთად, ვინც აჭარა ააშენა, გუნდის წევრების შერჩევისას კი ერთი მთავარი პრინციპით იხელმძღვანელებს– ვინ რა გააკეთა და ვის რისი გაკეთება შეუძლია.

ვარშალომიძე აცხადებს, რომ 9 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ აჭარაში მშენებლობის ტემპები ისევ ძველი იქნება, თუმცა დამკვიდრდება მმართველობის ახალი სტილი.

მისი შეხედულებით, დღეს რეგიონის მთავარი პრობლემა, ხელისუფლების უსუსურობაა, რადგან ადგილზე ვერც ერთ ბიზნესმენს, ვისაც ფულის ჩადება უნდა, პასუხს ვერ ეუბნებიან და პროექტებით ხელში ჩამოსული ინვესტორები უბრალოდ გარბიან.

ვარშალომიძეს 100 დღე აქვს წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად.

კომენტარის დატოვება